onisi

გოგრის კრემ-სუპი

გიზიარებთ კლასიკური გოგრის კრემ-სუპის რეცეპტს   რა დაგჭირდებათ: გოგრა – გათლილი და დაჭრილი გოგრის თესლი (გარჩეული) ხახვი და ნიორი (ცოცხლად ან დაფქული) ბულიონი და წყალი  ნაღები (ან ქოქოსის რძე ვეგანური ვარიანტისათვის)  მომზადების წესი:   ქვაბში მოათავსეთ გოგრა, ხახვი, ნიორი, ბულიონი და წყალი ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი (გოგრის დარბილებამდე) დააბლენდერეთ  დაამატეთ მარილი, პილპილი და ნაღები (ან ქოქოსის რძე) მეტი არომატისათვის შეგიძლიათ დაუმატოთ კურკუმა და ჯინჯერი გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ მოხალული გოგრის თესლი და მიირთვით გახუხულ პურთან ერთად!
სრულად ნახვა

გრანოლა

მარტივი და ძალიან გემრიელი საუზმის რეცეპტი გემრიელ თხილებსა და ჩირებს ვფიქრობ ამაზე სასარგებლო გამოყენებას ვერ უპოვით რეცეპტი: შვრია 300 გრ ზეთი 50 მლ თაფლი 50 გრ თხილი, ჩირი, სეზამის მარცვლები ერთად 300 გრ. მომზადება: პირველ რიგში თასში ვყრით შვრიას, ვასხამთ თაფლს და ზეთს, კარგად ვურევთ და ვათავსებთ პერგამენტდაფენილ საცხობ სინზე, ვდგამთ ღუმელში, ვაცხობთ 200 გრადუსზე 15 წუთი, დრო გამოშვებით კი ვურევთ რომ არ დაიწვას. სანამ შვრია ცხვება, წვრილად ვჭრით თხილეულსა და ჩირეულს, ვურევთ ერთმანეთში, ვაყრით შვრიას, კვლავ ვურევთ და ვაცხობთ კიდევ 10 წუთი 200 გრადუსზე. გრანოლა მზად არის, დაასხით რძე და გემრიელად მიირთვით ვიდეო რეცეპტის სანახავად მიჰყევით ბმულს:  გრანოლას ვიდეო რეცეპტი Ana's Cooking Story / ანას კულინარიული ამბები
სრულად ნახვა

ფახლავა

Ana's Cooking Story / ანას კულინარიული ამბები-ის მიერ ჩვენი პეკანით მომზადებული ფახლავა დაგჭირდებათ: ფენოვანი ცომი 500 გრ (ჩემი საცხობი სინი 35 /25 ზეა ამიტომ 500 გრ ცომი მეყო, თუმცა თქვენ შეგიძლიათ 1 კილოიანით გამოცხოთ, დიდი საცხობი სინის შემთხვევაში) შიგთავსისთვის: 5 კვერცხის ცილა 1 ჭიქა შაქარი (220 გ) 200 გ პეკანი + გასაფორმებლად @ონისი 1 ს/კ დარიჩინი სიროფისთვის დაგვჭირდება: 250 მლ წყალი 1 ჭიქა შაქარი (220 გ) 2 ს/კ თაფლი ფენოვანი ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ, 1 ნაწილი შედარებით პატარა ზომაზე უნდა გავაბრტყელოთ, რადგან ეს ნაწილი არის შიდა ფენა. ცომი მოვათავსოთ საცხობ პერგამენტზე, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ 220 გრადუსზე, სავარაუდოდ 15 წუთი, თუმცა რომ შეიბრაწება ზედაპირი მიხვდებით, რომ მზადაა. სანამ შიდა ფირფიტა ცხვება, ავთქვიფოთ ბეზე, ცილა კვრეცხის გულისგან განვაცალკევოთ (ძალიან მნიშვნელოვანია, ცილაში არ მოხვდეს კვერცხის გული). ასევე გაითვალისწინეთ, რომ თასი, რომელშიც ავთქვიფავთ ბეზეს, უნდა იყოს სუფთა და მშრალი, ეს აუცილებელია! (წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ყველაფერს ბეზეს გარდა) ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი, და მაღალ ბრუნვაზე ავთქვიფოთ ბეზე, სანამ არ მივიღებთ მდგრად მასას. შემდეგ, თანდათან დავუმატოთ შაქარი, აუცილებელია, რომ შაქრის დამატება იყოს ეტაპობრივი (4-5 ნაკადით). საბოლოოდ უნდა მივიღოთ პრიალა, ერთვაროვანი, ქათქათა ბეზე. მიღებულ ბეზეს ვუმატებთ გატარებულ ან დაბლენდერებულ ნიგოზს და დარიჩინს. კარგად ვურევთ. შიდა ფირფიტა რომ გამოცხვება, გამოვიღოთ ღუმელიდან და სანამ ის გაცივდება, შევუდგეთ ქვედა ფირფიტის მომზადებას. დარჩენილი 2 ფირფიტიდან, ერთი გავაბრტყელოთ და დავფინოთ სინზე, წავუსვათ ჩვენი შიგთავსის ნახევარი და ზემოდან დავადოთ გამომცხვარი შიდა ფირფიტა. გამომცხვარ ფირფიტას წავუსვათ დარჩენილი გულსართი, გადავაფაროთ გაბრტყელებული ცომი (ეს იქნება ზედა ფენა), გვერდები შევუსწოროთ და წავუსვათ კვერცხის გული, აქვე (სანამ შევდგამთ ღუმელში) დავჭრათ პატარა პორციებად. შევდგათ ღუმელში კვლავ 220 გრადუსზე 23-25 წუთით. მანამდე კი მოვამზადოთ სიროფი, წყალში გავხსნათ შაქარი, ავადუღოთ, და შემდეგ დავუმატოთ თაფლი. გამომცხვარ ფახლავას დავასხათ მიღებული სიროფი მთელ ზედაპირზე. დავაბრუნოთ ჩვენი დესერტი გამორთულ, თუმცა ჯერ კიდევ ცხელ ღუმელში და დავტოვოთ 12 საათით, რათა ფახლავა სითბოში კარგად გაიჟღენთოს თაფლითა და შაქრით. დესერტი მზადაა გემრიელად მიირთვით
სრულად ნახვა

არაქისის კარაქის რეცეპტი

მიწის თხილის კარაქის სახლში მომზადება ძალიან მარტივად შეგიძლიათ: ინგრედიენტები: 2 ჭიქა მიწის თხილი 1-2 სუფრის კოვზი თაფლი (ან შაქარი) მარილი - გემოვნებით ზეთი - 1 - 1.5 სუფრის კოვზი მომზადების წესი: 1. მიწის თხილი მოხალეთ ღუმელში ან ტაფაზე, დაახლოებით 10 წუთის მანძილზე 2. გამოიღეთ მიწის თხილი ღუმელიდან, გააცივეთ და მოაცილეთ კანი 3. მიწის თხილი მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ თაფლი და მარილი 4. დააბლენდერეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ კარაქის კონსისტენციას (სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ზეთი) 5. მზა მასა მოათავსეთ ქილაში და გემრიელად მიირთვით!
სრულად ნახვა

ნუშის რძის მომზადება

ნუშის რძე ძალიან გემრიელი და სასრგებლო პროდუქტია. შეგიძლიათ მიირთვათ რძის სახით ან დაამატოთ ყავაში და სხვადასხვა კულინარიულ პროდუქტში - ნამცხვრებში, პუდინგში და ა.შ. მცენარეული რძე შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ იღებს. ნუშის რძის მომზადება სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ.  ინგრედიენტები: გარჩეული ნუში - 1 ჭიქა წყალი - 2 ჭიქა დამატკბობელი - თაფლი, შაქარი ან სხვადასხვა ბუნებრივი ან ხელოვნური დამატკბობელი მომზადების წესი: 1. ნუში ჩაალბეთ წყალში ღამის განმავლობაში (დაახლოებით 10 საათი) 2. გადაასხით წყალი და მოაცალეთ ნუშს კანი 3. დამბალი ნუში წყალთან და დამატკბობელთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში 4. დააბლენდერეთ კარგად, მაღალ სიჩქარეზე 2 წუთის განმავლობაში 5. მიღებული მასა გადაწურეთ კარგად, დოლბანდის ან საცერის საშუალებით 6. რძე ჩაასხით მინის ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში გემრიელად მიირთვით! P.S. დარჩენილი ნუშის ნატეხები არ გადაყაროთ, გამოაშრეთ ღუმელში. გამომშრალი ნუში შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა საკონდიტრო პროდუქტში - მაფინებში, ნამცხვრებში და სხვა.  
სრულად ნახვა