მარტივი და ძალიან გემრიელი საუზმის რეცეპტი
გემრიელ თხილებსა და ჩირებს ვფიქრობ ამაზე სასარგებლო გამოყენებას ვერ უპოვით
რეცეპტი:
შვრია 300 გრ
ზეთი 50 მლ
თაფლი 50 გრ
თხილი, ჩირი, სეზამის მარცვლები ერთად 300 გრ.
მომზადება:
პირველ რიგში თასში ვყრით შვრიას, ვასხამთ თაფლს და ზეთს, კარგად ვურევთ და ვათავსებთ პერგამენტდაფენილ საცხობ სინზე, ვდგამთ ღუმელში, ვაცხობთ 200 გრადუსზე 15 წუთი, დრო გამოშვებით კი ვურევთ რომ არ დაიწვას.
სანამ შვრია ცხვება, წვრილად ვჭრით თხილეულსა და ჩირეულს, ვურევთ ერთმანეთში, ვაყრით შვრიას, კვლავ ვურევთ და ვაცხობთ კიდევ 10 წუთი 200 გრადუსზე.
გრანოლა მზად არის, დაასხით რძე და გემრიელად მიირთვით
ვიდეო რეცეპტის სანახავად მიჰყევით ბმულს:
სტატიის ავტორი Ana's Cooking Story / ანას კულინარიული ამბები, 2021-04-05